1934-2008
ფერწერა, გრაფიკა, თეატრის მხატვრობა
თენგიზ მირზაშვილი დაიბადა 1934 წელს მესტიაში, სვანეთში, საქართველოში. 1952 წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე, მესამე კურსიდან თეატრის დეკორაციის მიმართულებით განაგრძო სწავლა. 1959 წელს დაამთავრა აკადემია. ასწავლიდა ხატვის კათედრაზე. 1961 წელს ჩააბარა ასპირანტურაში. 1961 წლიდან იყო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. 1972-2004 წლებში მუშაობდა ბავშვთა სურათების გალერეაში. ითვლება გალერეის ერთ-ერთ ფუძემდებლად. 1977 წელს ანდრეი ტარკოვსკიმ მიიწვია „ჰამლეტის“ გასაფორმებლად. თენგიზ მირზაშვილის შემოქმედებას მნიშვნელოვანი როლი აქვს ქართულ ხელოვნებაში.
თენგიზ მირზაშვილის ნამუშევრები დაცულია საქართველოს და უცხოეთის მუზეუმებსა (საქართველოს ეროვნული მუზეუმი, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი, რუსეთი, სახელმწიფო გალერეა, მოსკოვი, რუსეთი, უზბეკეთის ხელოვნების მუზეუმი, დენვერი, აშშ) და კერძო კოლექციებში.
გამოფენების არასრული ჩამონათვალი:
2007 - პერსონალური გამოფენა, გალერეა “ვერნისაჟი”, თბილისი, საქართველო.
2006 - პერსონალური გამოფენა, თიბისი ბანკი, თბილისი, საქართველო.
2006 - პერსონალური გამოფენა, გალერეა “ვერნისაჟი”, თბილისი, საქართველო.
2005 - პერსონალური გამოფენა, ‘’გრაფიკა;’’ გალერეა “ვერნისაჟი”, თბილისი, საქართველო.
2005 - პერსონალური გამოფენა, ‘’ორმოცდაათიანი წლები”, გალერეა “ვერნისაჟი”, თბილისი, საქართველო.
2004 - პერსონალური გამოფენა, გალერეა “ვერნისაჟი”, თბილისი, საქართველო.
1999 - პერსონალური გამოფენა, გამოფენა მამუკა ჩარკვიანთან ერთად, გალერეა “ვერნისაჟი”, თბილისი, საქართველო.
1987 - ჯგუფური გამოფენა, ქართული სახვითი ხელოვნების რეტროსპექტული გამოფენა – 1950-იანელები, მხატვრის სახლი, თბილისი, საქართველო.
1987 - ჯგუფური გამოფენა, “ადამიანი, გარემო, ოჯახი”, აშშ-ს 6 ქალაქი.
1979 - ჯგუფური გამოფენა, ქართული საბჭოთა წიგნისა და ესტამპის გამოფენა, სურათების ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო.