ხელოვნების კონსულტაცია

ხელოვნების კონსულტაცია

დარაბას ჯგუფი მზადაა გაგიწიოთ უფასო კონსულტაცია და დაგეხმაროთ, როგორც კოლექციის შეგროვებაში, ასევე ცალკეული ნამუშევრების შერჩევაში სახლისთვის, ოფისისთვისა და საჯარო სივრცეებისთვის, სხვადასხვა პარამეტრებისა და ბიუჯეტის გათვალისწინებით.


ინდივიდუალური კონსულტაცია მოიცავს:

  • კოლექციის შეგროვება/განახლებას როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი კოლექციონერებისთვის
  • კოლექციის კონცეფციის შემუშავებას და თემატური მიმართულების განსაზღვრას
  • კონკრეტული ავტორების ნამუშევრების მოძიებას
  • ნამუშევრის ისტორიის მოძიებას


ასევე შესაძლებელია ისარგებლოთ დარაბას დამატებითი მომსახურებით:

  • ნამუშევრების პროფესიონალური ფოტოგადაღება
  • კოლექციის გამოფენის ორგანიზება
  • კოლექციის ინვენტარიზაცია და კატალოგის მომზადება
  • ნამუშევრების გაფორმება საექსპოზიციოდ
  • ექსპოზიციის გაფორმება როგორც კერძო, ასევე კორპორატიულ სივრცეებში
  • ინტერიერის ნამუშევრებით გაფორმება/ ვიზუალიზაცია ინტერიერის ფოტოების საფუძველზე; ინსტალაცია/მონტაჟი
  • ნამუშევრების შეფუთვა/მიწოდება საერთაშორისო მასშტაბით
  • ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება