ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

დარაბა - ქართული ხელოვნების პირველი ცენტრალიზებული ონლაინ პლატფორმაა საქართველოში. 

დარაბა ღია სივრცეა, სადაც სხვადასხვა ასაკისა და თაობის, განსხვავებულ მედიუმში მომუშავე ხელოვანების, კოლექციონერების, გალერეების კლასიკური და თანამედროვე ნამუშევრებია განთავსებული. პლატფორმის მიზანია ქართული ხელოვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საერთაშორისო დონეზე. 

პროექტის ინოვაციური ნაწილია ექსპერიმენტული, კერძოდ ანიმაციური გამოფენების ორგანიზება, სადაც მონაწილე ხელოვანების ნამუშევრები, ანიმატორების ჯგუფთან თანამშრომლობით, ამოძრავდება („გაცოცხლდება“) 2D ფორმატში. 


ხელოვნების მოყვარულებს და მყიდველებს დარაბა გაძლევთ შესაძლებლობას ერთიან ონლაინ სივრცეში დაათვალიეროთ ქართული ხელოვნების სრული სპექტრი: დამოუკიდებელი ხელოვანები, კერძო კოლექციები, გალერეები. თქვენი გემოვნების მიხედვით შეძლებთ შეარჩიოთ ქართული ხელოვნების სხვადასხვა პერიოდის ნამუშევრები. ჩვენი ვებგვერდის სხვადასხვა ფილტრების მეშვეობით მარტივია სასურველი ნამუშევრის შერჩევა: აღმოაჩინე ხელოვანი ან/და ნამუშევარი- ავტორის, მედიუმის, სტილის, ფერის, ზომის, ფასის, პერიოდის მითითებით. ჩვენი ჯგუფი უზრუნველყოფს ნამუშევრის უსაფრთხოდ და ხარისხიანად მიწოდებას, საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, ტრანსპორტირებას მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას. კონსულტაცია: დარაბას ჯგუფი მზადაა გაგიწიოთ უფასო კონსულტაცია და დაგეხმაროთ როგორც კოლექციის შეგროვებაში, ასევე ცალკეული ნამუშევრების შერჩევაში სახლისთვის, ოფისისთვისა და საჯარო სივრცეებისთვის.