სარგებლობის წესები

სარგებლობის წესები

გამარჯობა სტუმარო,

 

ამ გვერდზე შევეცდებით მოკლედ და მარტივად განგიმარტოთ, როგორ შეგიძლია [MJ2] ჩვენი ვებ-გვერდით და მასზე განთავსებული სერვისებით სარგებლობა და რა უფლებები და ვალდებულებები გვაკისრია ერთმანეთის მიმართ.

პირველ რიგში, გთხოვთ გაითვალისწინო, რომ ქვემოთ მოცემული წესები და პირობები სავალდებულოა და თუკი განაგრძობ ჩვენი ვებ-გვერდის დათვალიერებას და მისით სარგებლობას, ჩაითვლება, რომ სრულად გაეცანი და ეთანხმები ამ პირობებს. ხოლო თუკი რომელიმე ქვემოთ მოცემულ პირობას არ ეთანხმები, გთხოვთ, დაუყოვნებლივ დატოვო ვებ-გვერდი ან დამატებითი განმარტების მისაღებად, მოგვმართო მისამართზე: info@daraba.art .

ასევე გთხოვთ გაითვალისწინო, რომ ჩვენ შეიძლება დრო და დრო შევცვალოთ ეს პირობები, რის შესახებაც აუცილებლად შეგატყობინებთ ელ-ფოსტის მეშვეობით ან ვებ-გვერდზე განთავსებული შეტყობინებით, მაგრამ მეტი სიზუსტისთვის და გარკვეულობისთვის, ჯობს ყოველი შეკვეთის გაფორმების წინ გადაამოწმო ხოლმე ეს გვერდი, რომ იცოდე რა პირობები მოქმედებს კონკრეტული შეკვეთის მომენტში.

ვინ ვართ ჩვენ

„დარაბა“ (შპს „დარაბა“, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, საიდენტიფიკაციო ნომრით 404 574 082, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ბეთლემის ქ. #13, ტელეფონი: +995 577533623) - შემდგომში ტექსტში მოხსენიებული როგორც „ჩვენ“, ან „დარაბა“ არის სახვითი ხელოვნების ნამუშევრების ონლაინ გალერეა მისამართზე www.daraba.art , რომელშიც წარმოდგენილია ქართველი ხელოვანების ნახატები. გალერეის საშუალებით მხატვრებს შესაძლებლობა აქვთ წარუდგინონ მათი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას და მათი გაყიდვის შედეგად მიიღონ შემოსავალი საყვარელი საქმის კეთებით, ვებ-გვერდის სტუმრებს კი შეუძლიათ ადვილად მოიძიონ, დაათვალიერონ და შეიძინონ ის ნამუშევრები, რომლებიც მოწონთ.

რას ვყიდით

ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით წარმოგიდგენთ ქართველი ხელოვანების ნამუშევრების ფართო არჩევანს. ამ ნამუშევრების ვებ-გვერდზე განთავსებული ფოტოსურათები არის მაღალი ხარისხის და მუდმივად ვზრუნავთ იმაზე, რომ ისინი მაქსიმალურად ზუსტად ასახავდნენ ნამუშევრების რეალურ სახეს, მაგრამ გთხოვთ, გაითვალისწინო, რომ შესაძლოა შენი კომპიუტერის ეკრანზე ასახული ფერები ოდნავ განსხვავდებოდეს რეალურისგან. ზოგიერთი ნამუშევარი ასევე წარმოდგენილი იქნება ორ (2D) ან სამგანზომილებიანი (3D) ანიმაციის სახით.

ასევე შესაძლოა ფოტოსურათებში გამოყენებული აქსესუარები (მაგალითად, ჩარჩო) მხოლოდ საილუსტრაციოდ იყოს გამოყენებული და არ იყიდებოდეს ნამუშევართან ერთად. ამიტომ, გთხოვთ, შეკვეთის გაფორმებამდე გადაამოწმო, ასეთი აქსესუარები მოყვება თუ არა ნამუშევარს.

გთხოვთ გაითვალისწინო, რომ ვინაიდან მხატვრებს აქვთ უფლება ნებისმიერ დროს გაასხვისონ საკუთარი ნახატები, როგორც ჩვენი ვებ-გვერდის, ისე სხვა საშუალებით, ამიტომ შესაძლოა ვებ-გვერდზე განთავსებული ფოტოსურათის მიუხედავად, ნამუშევარი უკვე გაყიდული იყოს და ვერ შეძლო მისი შეძენა. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვებ-გვერდზე შეკვეთის დაფიქსირებიდან უმოკლეს ვადებში ელ-ფოსტით გაცნობებთ, რომ ვერ შევძლებთ შენი შეკვეთის შესრულებას.


როგორ ვიყენებთ შენს პირად ინფორმაციას

ამ საკითხზე დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვ გაეცნო პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას[MJ3]  და გაითვალისწინო, რომ  მასში მოცემული წესებიც წარმოადგენს ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის წესების და პირობების ნაწილს და სავალდებულო ხასიათისაა.

 

რეგისტრაცია

ჩვენი ვებ-გვერდის დათვალიერება თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ მნახველს, მაგრამ შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა რეგისტრაცია.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია მიუთითო ზუსტი და სრული პირადი და საკონტაქტო მონაცემები, მათ შორის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი.

გთხოვთ გაითვალისწინო, რომ მითითებული საკონტაქტო მონაცემები, მათ შორის ელექტრონული ფოსტა უნდა იყოს აქტიური, რადგან შენთან დასაკავშირებლად უპირატესად სწორედ ელ-ფოსტას გამოვიყენებთ და ჩვენ არ დაგვეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი ვერ მიიღე საჭირო ინფორმაცია იმის გამო, რომ არ გინახავს ელ-ფოსტაზე გამოგზავნილი შეტყობინება. იგივე ვრცელდება მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზეც (sms).

გთხოვთ ასევე გაითვალისწინო, რომ რეგისტრაციისას გამოყენებული მომხმარებლის სახელი და პაროლი უნდა შეინახო კონფიდენციალურად და არ გაუმჟღავნო არცერთ მესამე პირს, რადგან ჩვენ პასუხს არ ვაგებთ იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე უნებართვოდ გააკეთებს შენი პირადი გვერდიდან შეკვეთას ან სხვა მიზნით ისარგებლებს შენი გვერდით.


შეკვეთის გაფორმება

შეკვეთის გასაფორმებლად საჭიროა აირჩიო სასურველი ნახატი, დააჭირო ღილაკს „ყიდვა“ და შემდეგ შეავსო ვებ-გვერდზე გამოტანილი აუცილებელი ველები, რომლებიც ეხება შენ პირად, საკონტაქტო და საანგარიშსწორებო მონაცემებს.

შეკვეთის დასრულების შემდეგ, ელ-ფოსტით შეგატყობინებთ შეკვეთის მიღების შესახებ, თუმცა აღნიშნული შეტყობინება არ ნიშნავს შეკვეთის დადასტურებას. როგორც კი შევამოწმებთ შეკვეთის დეტალებს და შეკვეთილი ნამუშევრის მიწოდების შესაძლებლობას, შეკვეთის დადასტურების შესახებ გამოგიგზავნით ცალკე შეტყობინებას. სწორედ ეს დადასტურება ჩაითვლება ჩვენ შორის ხელშეკრულების გაფორმებად და ამ დადასტურებიდან აითვლება მიწოდების ვადა. თუკი შეკვეთის მიღების შემდეგ, აღმოვაჩენთ რომ არ შეგვიძლია ნამუშევრის მოწოდება (იმის გამო რომ იგი უკვე გაყიდულია, დაზიანებულია ან მიწოდება შეუძლებელია სხვა რაიმე მიზეზით), მაქსიმალურად სწრაფად შეგატყობინებთ ელ-ფოსტით და შეკვეთას არ დავადასტურებთ. თუკი ამ მომენტისთვის, გადახდა უკვე შესრულებული იქნება,  თანხას სრულად უკან დაგიბრუნებთ უმოკლეს ვადებში იმავე ანგარიშზე, რომლიდანაც მოხდა გადახდა.

ასევე გთხოვ გაითვალისწინო, რომ შეკვეთის გაკეთების უფლება გაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ხარ სრულწლოვანი (18 წლის და ზემოთ ასაკის) და საქართველოს კანონმდებლობის თანახმად უფლება გაქვს დამოუკიდებლად დადო გარიგებები. თუკი ჯერ არ ხარ 18 წლის ან სხვა მიზეზით არ შეგიძლია გარიგების დამოუკიდებლად დადება, შეკვეთის გასაფორმებლად აუცილებელია შენი მეურვის/ მზრუნველის ან მხარდამჭერის წერილობითი თანხმობა. ასეთი თანხმობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, შეკვეთის დადასტურებას ვერ მოვახდენთ.


დაჯავშნა

თუკი გსურს ნამუშევრის შეძენა მაგრამ შეკვეთის გაფორმებას რაიმე მიზეზით ვერ ახერხებ, ჩვენი ვებ-გვერდი საშუალებას გაძლევს მაქსიმუმ 24 (ოცდაოთხი) საათით უფასოდ დაჯავშნო სასურველი ნამუშევარი, ნამუშევრის გვერდით შესაბამის ღილაკზე დაჭერით. ამ პერიოდის განმავლობაში ნამუშევარი არ გაიყიდება ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით. თუკი აღნიშნული პერიოდის ამოწურვამდე, არ გააფორმებთ შეკვეთას, ჯავშანი გაუქმდება და ნამუშევარი კვლავ ყველასავით ხელმისაწვდომი გახდება.


ნამუშევრების ფასი და მიწოდების საფასური

ნამუშევრების ფასი მითითებულია ყოველი ნამუშევრის გვერდზე. ფასები შეიძლება დრო და დრო შეიცვალოს, მაგრამ შეკვეთისას მოქმედებს ის ფასი, რაც შეკვეთის მომენტში იყო ვებ-გვერდზე მითითებული.

მითითებულ ფასში შედის დამატებული ღირებულების გადასახადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მასში არ შედის მიწოდების და შეფუთვის საფასური, რაც დაანგარიშებული იქნება შეკვეთის გაფორმებისას, მიწოდების ადგილის მითითების და შეკვეთის ყველა რეკვიზიტის შევსების შემდგომ. საერთაშორისო მიწოდების შემთხვევაში ნამუშევრის ფასს ასევე დაემატება ექსპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების საფასური, რასაც დამატებით გაცნობებთ.

გთხოვთ, გაითვალისწინო რომ ჩვენ ვებ-გვერდზე განთავსებულია ნამუშევრების დიდი რაოდენობა. ამიტომ ჩვენი მონდომების და დაკვირვების მიუხედავად, შესაძლოა მოხდეს ისე, რომ რომელიმე ნამუშევარზე ფასი შეცდომით იყოს მითითებული. თუკი შეკვეთის მიღების შემდეგ აღმოვაჩენთ ასეთ შეცდომას, დაუყოვნებლივ შეგატყობინებთ და მოგცემთ არჩევანს, გააგრძელო შეკვეთა შესწორებული ფასით ან გააუქმო. ჩვენ არ დავადასტურებთ შეკვეთას შენი მითითების მიღებამდე. თუკი ვერ მივიღებთ ასეთ მითითებას შეტყობინებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, შეკვეთას გაუქმებულად ჩავთვლით და გაცნობებთ წერილობით.


გადახდის პირობები

გადახდა შესაძლებელია მხოლოდ იმ საშუალებებით, რაც მითითებულია შეკვეთის დასრულების გვერდზე (საბანკო ბარათი, კომპანიის ანგარიშზე პირდაპირი გადარიცხვით ან სხვა).

დარაბა უფლებამოსილია მიიღოს გადახდები, როგორც ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორების/მესაკუთრეების წარმომადგენელმა, მათთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.


განვადებით ყიდვა

ჩვენ საშუალებას გაძლევთ სასურველი ნამუშევარი შეიძინო განვადებით. ამისათვის საჭიროა დააჭირო შესაბამის ღილაკს სასურველ ნამუშევართან („განვადებით ყიდვა“), შეავსო შეკვეთის დეტალები და გამოგზავნო შეკვეთა, რის შედეგადაც მიიღებ კოდს ან შესაბამის ინვოისს, რომელიც უნდა ამობეჭდო/შეინახო ტელეფონის ან სხვა მოწყობილობის მეხსიერებაში და წარადგინო განვადებით ყიდვის გვერდზე მითითებული ბანკის რომელიმე ფილიალში/სერვის ცენტრში, სადაც განიხილავენ განვადების დამტკიცების საკითხს. განვადების დამტკიცების შემთხვევაში, შეკვეთა ჩაითვლება გაფორმებულად და ჩვენ მოგაწვდით ნამუშევარს ქვემოთ მითითებული მიწოდების პირობების შესაბამისად.


მიწოდების პირობები

მიწოდებას ვახორციელებთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) და ასევე მის ფარგლებს გარეთ, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც საერთაშორისო საკურიერო კომპანიებს შეუძლიათ მიწოდება. შეკვეთილ ნამუშევარს მოგაწვდით შეკვეთის გაფორმებისას მითითებულ მისამართზე, გონივრულ ვადაში, რასაც შეგატყობინებთ შეკვეთის დადასტურებისას. ასევე მოგწერთ ამანათის მარშრუტის მაკონტროლებელ ე.წ. „თრექინგ“ კოდს, რომლითაც შეგიძლიათ ნებისმიერ მომენტში ადევნო თვალი შენი ამანათის გადაადგილებას.

ჩვენ არ გვეკისრება პასუხისმგებლობა, თუკი ვერ შევძელით შეკვეთის მიწოდება ან მიწოდება დაგვაგვიანდა, ისეთი გარემოების გამო, რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ასეთ გარემოებაში იგულისხმება ნებისმიერი ფორსმაჟორული გარემოება, მათ შორის საგანგებო ან საომარი მდგომარეობა, გაფიცვა, არეულობა, ტერორისტული თავდასხმა, აფეთქება, ხანძარი, შტორმი, წყალდიდობა, მიწისძვრა, ეპიდემია, ნებისმიერი სხვა სტიქიური უბედურება ან ისეთი გარემოება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის ჩვენი ვალდებულებების შესრულებას ან იმდენად ართულებს, რომ მისი შესრულება არაგონივრულია შეუსაბამოდ გაზრდილი დანახარჯების გამო.

თუკი ზემოაღნიშნული გარემოებების გამო დროულად ვერ ვასრულებთ ჩვენ ვალდებულებას: ა) შეგატყობინებთ მაქსიმალურად სწრაფად და ბ) ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიწევს ფორსმაჟორული გარემოების არსებობის ვადით. თუკი ფორსმაჟორული გარემოების არსებობა აფერხებს მიწოდებას, შეგითანხმდებით მიწოდების ახალ ვადაზე, როგორც კი ფორსმაჟორული გარემოების არსებობა დასრულდება.

გთხოვთ გაითვალისწინო, რომ ჩვენ პასუხს არ ვაგებთ მიწოდების შეფერხებაზე ან/და შეუსრულებლობაზე შეკვეთისას არასრული ან არასწორი საკონტაქტო ინფორმაციის ან/და მისამართის ან/და მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა მონაცემის შეცდომით მითითების შემთხვევაში. განმეორებით ვიზიტს ან სხვა მისამართზე მიწოდებას განვახორციელებთ მხოლოდ შესაბამისი საფასურის სრულად გადახდის შემთხვევაში.

ამანათის ჩაბარება მოხდება პირადად შემკვეთისთვის ან იმ პირისთვის, ვისი საიდენტიფიკაციო მონაცემებიც (სახელი, გვარი და პირადი ნომერი) იქნა მითითებული შეკვეთის გაფორმებისას. ჩაბარება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი პირის მიერ მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, პასპორტის ან მართვის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე.


ინტელექტუალური საკუთრება

ამ ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება დარაბას საავტორო უფლება. დარაბას ექსკლუზიური უფლებები ვრცელდება ასევე დარაბას მიერ შექმნილ ან/და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის მის სასაქონლო ნიშნებზე, ლოგოზე და სხვა.


აკრძალულია ამ ვებ-გვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის (მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, ნამუშევრების ფოტოსურათები და სხვა ვიზუალური მედია) ან/და სხვა რეგისტრირებული ან არარეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში) დარაბას  წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. დარაბას თანხმობა არ არის საჭირო, თუ ზემოაღნიშნული მონაცემების გამოყენება ხორციელდება პირადი, არაკომერციული მიზნებისთვის და იმ შემთხვევებში, როცა წინასწარ თანხმობას არ ითვალიწინებს საქართველოს კანონმდებლობა ან შესაბამისი საერთაშორისო რეგულაცია.

გთხოვთ გაითვალისწინო, რომ ეს წესები და არც სხვა რაიმე მითითება/ინფორმაცია ჩვენ ვებ-გვერდზე არ განიჭებს უფლებას ან ლიცენზიას ჩვენი ან ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი მესამე პირის ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაზე. ვებ-გვერდიდან ნებისმიერი ინფორმაციის კომერციული მიზნებისთვის გადმოწერა ან ასლის დამზადება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად, რაც იწვევს სამოქალაქო ან/და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ასევე გთხოვთ გაითვალისწინო, რომ უფლება არ გაქვს ჩვენი ვებ-გვერდის ან მასზე არსებული კომუნიკაციის რაიმე საშუალებით გაავრცელო ისეთი ინფორმაცია ან მასალა, რომელზეც არ ფლობ შესაბამის საავტორო ან სხვა სახის ინტელექტუალური საკუთრების უფლებას.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა 

გთხოვთ გაითვალისწინო, რომ ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობა და მასზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება დამოკიდებულია ბევრ სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის ინტერნეტ კავშირზე და მის უსაფრთხოებაზე, შენი მოწყობილობის გამართულობაზე და ა.შ. ამიტომ ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას რაიმე სახის ზიანზე ან დანაკარგზე, რაც შეიძლება მოგადგეს ამ ვებ-გვერდით სარგებლობისას ან მასზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენებისას.

ჩვენ ასევე ვერ მოგცემთ ვერანაირ გარანტიას და ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ვებ-გვერდის ან მისი რომელიმე კომპონენტის ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე ან/და სხვა რაიმე სახის შეფერხებაზე.

ვებ-გვერდის გამოყენება 

ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ შენი პირადი გამოყენებისთვის.

დაუშვებელია ვებ-გვერდზე განთავსებული ნამუშევრების და ნებისმიერი სხვა ინფორმაციის, ასევე ვებ-გვერდის სტრუქტურის, გამოსახულების და დიზაინის გავრცელება, გადაცემა ან ნებისმიერი სახით რეპროდუცირება კომერციული მიზნებისთვის, დარაბას წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

ვებ-გვერდის გამოყენებისას აკრძალულია უკანონო/თაღლითური ქმედება, ცილისმწამებლური ან სიძულვილის ენით საუბარი ან სხვა ისეთი ინფორმაციის განთავსება, გავრცელება ან გადაცემა, რაც შესაძლოა არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობას და რეგულაციას, ან ზიანს აყენებდეს დარაბას ან სხვა ნებისმიერი პირის სახელს, პატივს ან საქმიან რეპუტაციას. ასევე აკრძალულია ვებ-გვერდისთვის ზიანის მიყენება ნებისმიერი სახის მავნე პროგრამის მეშვეობით, მათ შორის დაუშვებელია

  • ელ-ფოსტის მისამართებისა და სხვა საკონტაქტო ინფორმაციის შეგროვება ავტომატიზირებული ან სხვა ნებისმიერი მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებით;
  • ვებ-გვერდის ნებისმიერი ისეთი ხერხით გამოყენება, რომელიც შეაფერხებს მისი ნებისმიერი სერვისის ნორმალურ მუშაობას ან ხელმისაწვდომობას;
  • ავტომატიზირებული პროგრამების (სკრიპტების) გამოყენება;
  • შემდეგი შინაარსის ინფორმაციის განთავსება: მუქარა, სხვა მომხმარებლების ან მესამე პირების შეურაცხმყოფელი ინფორმაცია; ინფორმაცია, რომელიც აღვივებს რელიგიურ, რასობრივ, ეთნიკურ შუღლს ან დაპირისპირებას, ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც არღვევს კანონით დაცულ უფლებებსა და ინტერესებს, მათ შორის საავტორო ან სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებას;
  • წინასწარ განსაზღვრული წესებითა და პირობებით და ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კოპირება, გადამუშავება, გავრცელება, გამოქვეყნება, ჩამოტვირთვა, გადაცემა, გაყიდვა ან ნებისმიერი სხვა გზით გამოყენება ნებართვის გარეშე.

მესამე პირთა ბმულები

ჩვენ შეიძლება ვებ-გვერდზე მივუთითოთ ჰიპერბმულები/მესამე პირთა მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდების ბმულები, შენთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაწოდებლად.


გთხოვთ გაითვალისწინო, რომ ასეთი ბმულები და მათზე მითითებული ინფორმაცია არ ექვემდებარება ჩვენ კონტროლს, ისევე როგორც მათზე მოცემული პროდუქტებისა და შინაარსის სიზუსტე არ წარმოადგენს ჩვენ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, იმისთვის რომ უსაფრთხოდ და უპრობლემოდ ისარგებლო ასეთი ბმულებით, აუცილებელია გაეცნო ყოველ კონკრეტულ ბმულზე მოცემულ წესებსა და პირობებს.


მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო კანონით დადგენილი წესით ან მხარეთა მიერ ორმხრივად შეთანხმებული არბიტრაჟი.


ამ წესების რომელიმე დებულების ბათილობა გავლენას არ იქონიებს სხვა დებულებების იურიდიულ ძალაზე.