ხ.დ.კ

ხ.დ.კ

რატომ დარაბა?

დარაბა ქართული ხელოვნების პირველი ცენტრალიზებული ონლაინ პლატფორმაა. ჩვენი პლატფორმა ყოველდღიურად იზრდება მრავაფეროვანი ჟანრებისა და მხატვრების სხვდასხვა თაობის ნამუშევრებით. ვებგვერდზე შეძლებთ ნახოთ როგორც ცნობილი ქართველი მხატვრების კლასიკური ნიმუშები, ასევე თანამედროვე პროფესიონალი, დამწყები ან თვითნასწავლი მხატვრების ნამუშევრები. მრავალფეროვნება, ღიაობა და ხელმისაწვდომი ფასები აყალიბებს დარაბას, როგორც საზოგადოდ მიმზიდველ პლატფორმას, სადაც სხვადასხვა ინტერესისა და გემოვნების მქონე ადამიანებს შეუძლიათ ხელოვნების ნამუშევრების შეძენა.

როგორ შევძლებ საძიებო ველის კონკრეტიზაციას/გამარტივებას?

განსხვავებული ფილტრების მეშვეობით შეგიძლიათ განსაზღვროთ ძიების დიაპაზონი, ამისათვის შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი ძიების მეთოდი: ავტორი, პერიოდი, მედიუმი, საგანი, ფერი, ზომა, ფასი. ჩვენს პლატფორმაზე სხვადასხვა ფილტრის საშუალებით უფრო მარტივი ხდება შერჩევის პროცესი.

შემიძლია თუ არა მივიღო ინდივიდუალური დახმარება ნამუშევრის შერჩევისას ?

დიახ, შეგიძლიათ მიიღოთ უფასო პერსონალური დახმარება ჩვენი ერთ-ერთი კურატორისგან ნამუშევრის შერჩევისას თქვენი ბიუჯეტის გათვალისწინებით.

როგორ შემიძლია მივიღო მეტი ინფორმაცია ნამუშევრის შესახებ?

შერჩეული ნამუშევრის ზოგადი აღწერისა ან კონცეფციის თაობაზე შეგიძლიათ დამატებითი ინფორმაცია ჰკითხოთ ჩვენი არტ კონსულტაციის გუნდის წევრებს, რომლებიც უფასოდ მოგაწვდიან აღნიშნულ ინფორმაციას.

როგორ შემიძლია ნამუშევრების მონიშვნა/შენახვა დროებით დასაჯავშნად ან მოგვიანებით შესაძენად?

ჩვენს ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ თქვენ გაქვთ საკუთარი კალათის პანელი, სადაც შეძლებთ შეინახოთ თქვენს მიერ არჩეული ნამუშევრები შეძენამდე. დამატებით, კვირაში ერთხელ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნამუშევრის დაჯავშნის სერვისი (24 საათით).

როგორ შევძლებ დავრწმუნდე ნამუშევრის ორიგინალობასა და აუთენტურობაში?

თქვენ ყოველთვის მიიღებთ აუთენტურობის სერტიფიკატს მხატვრის ან გალერეის ხელმოწერით და ნამუშევრის ზუსტი აღწერით.

ნამუშევრის შესაძენად საჭიროა პირადი პროფილის/ანგარიშის შექმნა?

დიახ, ჩვენ ყველა მომხმარებელს ვთხოვთ პირველ რიგში, ჩვენ ვებგვერდზე ნამუშევრების შეძენამდე, შექმნან ანგარიში.

რომელი გადახდის მეთოდებია მისაღები?

Daraba.art იღებს გადახდის შემდეგ მეთოდებს: 

• საბანკო გადარიცხვა 

• Visa

• MasterCard

• საბანკო განვადება (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის) 

* 5,000 USD ზემოთ მხოლოდ საბანკო გადარიცხვით

მექნება თუ არა დამატებითი გადასახადი და განბაჟების საფასური ასანაზღაურებელი?

გადაიხდით თუ არა დამატებით საფასურს ბეგარის და საბაჟო გადასახადების სახით, ეს დამოკიდებულია თქვენს მიერ შეძენილ ნამუშევარსა და თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაზე. 

თუ თქვენი ნამუშევრები საერთაშორისო გზავნილის სახით მოგეწოდებათ, თქვენ შეიძლება პასუხისმგებელი იყოთ ნებისმიერი საერთაშორისო საბაჟო გადასახადის გადახდაზე. ეს განისაზღვრება იმ ქვეყნის მიხედვით, რომელშიც იგზავნება ნამუშევარი. დამატებითი ინფორმაციისთვის ამ საფასურის შესახებ დაუკავშირდით თქვენი ქვეყნის საბაჟო ოფისს.

როგორი სახით გამოიგზავნება და მომეწოდება შეძენილი ნამუშევარი?

ჩვენ გვაქვს მიწოდების ორი ვარიანტი: ყუთით ან ტუბუსით. საჰაერო გადაზიდვა ხორციელდება ფედექსის ან სხვა გადამზიდავი კომპანიის (მოთხოვნის შემთხვევაში) მეშვეობით. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ამჯობინებთ სახმელეთო გადაზიდვას, დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@daraba.art და ჩვენ მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას. 

თბილისში მიწოდების სერვისი უფასოა.