პროექტში ჩართული ხელოვანებისათვის საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს:
- მაღალხარისხიან ფოტოგადაღებას
- ნამუშევრების ვებგვერდზე განთავსებასა და შესაბამის ვებ-უზრუნველყოფას
- ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას
- ნამუშევრების მყიდველამდე ტრანსპორტირებას
- საორგანიზაციო ჯგუფი გალერეებისა და მხატვრების ნამუშევრების პოპულარიზაციის მიზნით, გასწევს სხვადასხვა მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიების ხარჯებს.
ხელოვანებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
- პროექტში მონაწილეობის მსურველი ხელოვანები პროექტის საორგანიზაციო ჯგუფთან გააფორმებენ ხელშეკრულებას.
- ონლაინ პლატფორმაზე ნამუშევრების გასათავსებლად მხატვარი არ იზღუდება გარე გაყიდვებში, სხვა გალერეებსა თუ სალონებთან თანამშრომლობაში. შეზღუდულია მხოლოდ იმ ნამუშევრების გაყიდვაში (წინასწარი გაფრთხილების გარეშე) რომლებიც ვებგვერდზე იქნება განთავსებული.
- ხელოვანი თავად არჩევს განსათავსებელ ნამუშევრებს საორგანიზაციო ჯგუფთან კონსულტაციის შემდეგ და განსაზღვრავს გამოსაქვეყნებელი ნამუშევრების რაოდენობას.