თამარ ბოჭორიშვილი
თამარ ბოჭორიშვილი

ფერწერა, გრაფიკა, ანიმაცია, ობიექტი 


 

თამარ ბოჭორიშვილი დაიბადა 1980 წელს თბილისში.  1995-1999 წლებში სწავლობდა თბილისის ნიკოლაძის სახელობის ინსტიტუტში. 1999 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მონუმენტური ფერწერის მიმართულებით. 2002-2005 წლებში სწავლობდა ფერწერას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. 2011-2012 წლებში განათლება მიიღო მედია ხელოვნების მიმართულებით ლაიპციგის სახვითი ხელოვნების აკადემიაში, გერმანიაში.


თამარ ბოჭორიშვილი მულტიმედია ხელოვანია და მუშაობს სხვადასხვა მედიუმში. მისი სახელოვნებო პრაქტიკები მოიცავს ახალი მასალებისა და ექსპერიმენტების გამოყენებას. ხელოვანი ასევე დაინტერესებულია მეორადი მასალების გადამუშავებით. თამარ ბოჭორიშვილის ნამუშევრები - ობიექტები, ვიდეო-ანიმაციები და გამოსახულებები ფრაგმენტაციის მეშვეობით სხვადასხვა კონტექსტს შეეხება, მათ შორის ძირითადი თემატიკა მოიცავს ოჯახს და სოციუმს, სხეულს და სექსუალობას, სიკვდილსა და ქვეცნობიერს. თამარის ნამუშევრები დაცულია სხვდასხვა კერძო კოლექციაში საქართველოსა და უცხოეთში.


გამოფენებისა და პროექტების არასრული ჩამონათვალი:


2018 გამოფენა-ვორქშოფი „ისუნთქე “, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი, საქართველო

2018 გამოფენა OXYGEN Tbilisi No Fair, სასტუმრო სტამბა, თბილისი, საქართველო
2018 ჯგუფური გამოფენა „ჩარჩო გასაყიდად“, გალერეა „ნექტარი“, თბილისი, საქართველო  

2017 თავისუფლება (არა) ჯერ კიდევ, ერევანი, სომხეთი

2017 ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი, ბიშკეკი, ყირგიზეთი

2017 დახატე ქალაქი (ზე), ხატვის ფესტივალი და გამოფენა, შტუტგარტი, გერმანია

2016 (სა)ზღვარის გარეშე სომხურ-ქართული ჯგუფური გამოფენა, აბრეშუმის მუზეუმი, თბილისი, საქართველო  
2016 "ორი მხარე", გამოფენა ლიტველ მხატვართან ერთდ, თანამედროვე ხელოვნების სივრცე, ბათუმი , საქართველო

2015 თბილისის თანამედროვე ხელოვნების მე-7 საერთაშორისო ფესტივალი, არტისტერიუმი, საქართველო

2013 ჯგუფური გამოფენა  “LIA TRACES”, ლაიპციგი, გერმანია