რევაზ მირზაშვილი
რევაზ მირზაშვილი

1901-1988


კინოს მხატვრობა


რევაზ მირზაშვილი დაიბადა 1901 წელს გორში, საქართველოში. 1931 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. 1930-იანი წლების დასაწყისში მუშაობდა თეატრში, მაგრამ შემდეგ კინომხატვრობა აირჩია. იგი ერთ-ერთი პირველი ქართველი კინომხატვარია, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ქართული კინომხატვრობის განვითარებაში. თბილისში მოღვაწეობის დროს გაფორმებული აქვს ფილმები: „ქაჯეთი“ (1932), „ქაჯანა“ (1941), „გიორგი სააკაძე“ (1943), „შერეკილები“  (1973),„ნატვრის ხე“ (1976) და სხვა. იყო ასევე საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. 1979 წელს რევაზ მირზაშვილს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება.