1903 – 1988
ფერწერა, გრაფიკა, თეატრის მხატვრობა
პეტრე ბლიოტკინი დაიბადა 1903 წელს თბილისში. 1915 წელს ჩააბარა თბილისის საიმპერატორო სახვით აკადემიაში. 1923-1929 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში. იყო ი. შარლემანის, ე. თათევოსიანისა და ე. ლანსერეს მოწაფე. მხატვარი ძირითადად მუშაობდა ფერწერისა და გრაფიკის მიმართულებით, პორტრეტისა და პეიზაჟის ჟანრში. შესრულებული აქვს ძველი თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ამსახველი პეიზაჟები. 1928-1932 წლებში მუშაობდა თბილისის ბალეტისა და ოპერის თეატრში მხატვარ-დეკორატორად. 1932 წლიდან იყო საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. აქვს მიღებული სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის, 1961 წელს მიენიჭა სახალხო მხატვრის წოდება. 1932 წლიდან მონაწილეობდა ყველა რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში. მხატვრის ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში, გალერეებსა და მუზეუმებში.
გამოფენების არასრული ჩამონათვალი:
2018 - ჯგუფური გამოფენა, ოფთალმიჯი არტ გალერეა, თბილისი, საქართველო
2003 - გალერეა ჰობი, N გალერეა, ბაია გალერეა, ვერნისაჟი, თბილისი, საქართველო
1995 - გალერეა ორიენტი, თბილისი, საქართველო
1990 - კულტურული ცენტრის „მზიური“ საგამოფენო დარბაზი, მოსკოვი
1989 წ. ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი, თბილისი, საქართველო
1988 წ. მხატვრის ცენტრალური სახლი, თბილისი, საქართველო
1984 წ. პერსონალური გამოფენა ეროვნული მუზეუმი, თბილისი, საქართველო