1924-1994
ფერწერა
მიხეილ ხვიტია დაიბადა 1924 წელს ზუგდიდში, საქართველოში. 1942-1948 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში პროფესორ ა. ციმაკურიძესთან. 1949 წლიდან მონაწილეობდა საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. მიხეილ ხვიტია მუშაობდა ფერწერის ჟანრში და მისი შემოქმედების ძირითადი თემაა საქართველოს ბუნება. 1961 წლიდან მიიღო საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება.
მხატვრის ნამუშევრები დაცულია მუზეუმებსა (, ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო; ქუთაისის მუზეუმი; სახალხო მეურნეობის მიღწევათა მუზეუმი, რუსეთი) და კერძო კოლექციებში საქართველოსა და უცხოეთში (რუსეთი, ავსტრია, ჰოლანდია, გერმანია).
გამოფენების არასრული ჩამონათვალი:
1994 - ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო
1998, 1996, 1992 - ჯგუფური გამოფენები, ვისტა გალერეა, ატლანტა, ჯორჯიის შტატი, აშშ.
1949-1994- რესპუბლიკური და საკავშირო გამოფენები
1991- ლაგერქვისტის გალერეა, ატლანტა, ჯორჯიის შტატი, აშშ.
1989 - ვოლფის სააუქციონო გალერეა, კლივლენდი, ოჰაიოს შტატი, აშშ.