ფერწერა, ობიექტი, ვიდეო-ინსტალაცია
მარი აქუბარდია დაიბადა 1991 წელს გაგრაში, აფხაზეთში. ამჟამად მუშაობს და ცხოვრობს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი. მონაწილეობა აქვს მიღებული გამოფენებში, ფესტივალებსა და პროექტებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 2014 წელს ცხოვრობდა და მუშაობდა სახელოვნებო რეზიდენცია არტ-ვილა გარიყულაში.
მარი აქუბარდია მუშაობს სხვადასხვა მედიუმში. მისი ინსპირაცია დაფუძნებულია პერსონალურ აღქმასა და პირად შეგრძნებებზე. ხშირად მუშაობს ეგზისტენციალურ, კრიზისულ მდგომარეობასა და სოციალურ თემებზე, მათ შორის ტრადიციისა და კულტურის სტაგნაციაზე საზოგადოებაში.
ხელოვანს მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო გამოფენებში (თურქეთი, აშშ, იტალია, ლატვია). 2016 წელს ვენეციაში მისი ნამუშევარი ,,პერსონალური ხატები'' იყო გამოფენილი ისეთი არტისტების გვერდით, როგორებიც არიან ჯეფ კუნსი, ალბერტო ჯაკომეტი, იოკო ონო, ჰერმან ნიცში, ქეროლ ფიურმენი და ა.შ. მარი აქუბარდიას ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში საქართველოსა და უცხოეთში.
გამოფენების არასრული ჩამონათვალი
2018 - ჯგუფური გამოფენა და არასაქველმოქმედო აუქციონი “Who Does She Think She Is?”, სასტუმრო რუმსი, თბილისი, საქართველო
2018 ჯგუფური გამოფენა, რიგა, ლატვია
2017 Life&Style, საერთაშორისო პრინტ ფესტივალი; თბილისი, ბათუმი, თელავი, მესტია, საქართველო
2017 - ''პერსონალური სტრუქტურები'' ვენეციის ბიენალეს პარალელური პროექტი 2017 - ფერწერული ობიექტები სასახლე მორაში; ვენეცია, იტალია
2016 - არტისტერიუმი 9; „მოკალი ბუდა“, თბილისი, საქართველო
2016 - ქართველი ხელოვანების ჯგუფური გამოფენა; გალერეა „ფენიქსი“; ჩელსი, ნიუ-იორკი, აშშ
2014 - Fest-i-Nova 2014, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, კასპის რაიონი სოფ. გარიყულა, საქართველო
2011 - პერსონალური გამოფენა, ყარსი, თურქეთი