კორნელი სანაძე
კორნელი სანაძე

1907-1985


ფერწერა, გრაფიკა, თეატრისა და კინოს მხატვრობა


კორნელი სანაძე დაიბადა 1907 წელს დაბა ხონში, საქართველოში. თბილისის ეკონომიკური ტექნიკუმის დასრულების შემდეგ, 1922 წელს სწავლა განაგრძო მოსე თოიძის სახალხო სამხატვრო სტუდიაში. 1924-1929 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, 1934 წლიდან კი თავად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას აკადემიაში და ასწავლიდა ფერწერას. კორნელი სანაძე იყო პროფესორი, სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი, მათ შორის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. 1924 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს რევოლუციონერ მხატვართა საზოგადოებას -  „სარმას“.


კორნელი სანაძის ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაში (გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მუზეუმი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი, აჭარის ავტონომიური მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო მუზეუმი და ა.შ.). 2007 წელს მხატვრის ნამუშევარი ბირმინგენის აუქციონზე იქნა წარდგენილი. ხელოვანის შესახებ დაწერილია სხვადასხვა  პუბლიკაცია და სტატია.


გამოფენების არასრული ჩამონათვალი:


1975 - პერსონალური გამოფენა

1969 - საქართველოს კულტურის დღეები, გერმანია

1958 - ქართველ მხატვართა გამოფენა, რიგა, ლატვია

1937 - საქართველოს სახვითი ხელოვნების გამოფენა, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი, რუსეთი

1937 - შოთა რუსთაველის საიუბილეო გამოფენა, თბილისი, საქართველო

1933 - თანამედროვე მხატვართა გამოფენა აშშ-ში: სან ფრანცისკო, ჩიკაგო, ფილადელფია, ნიუ იორკი, აშშ

1932 - ამიერკავკასიის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა

1928-  თბილისელ მხატვართა გამოფენა, “ორიანტი“, თბილისი, საქართველო

1926 - თბილისის სამხატვრო აკადემიის საშემოდგომო გამოფენა, თბილისი

1924 -ქართველ მხატვართა საზოგადოების გამოფენა, თბილისი, საქართველო

1922 - მოსე თოიძის სტუდიის გამოფენა, თბილისი, საქართველო