ირაკლი გამრეკელი
ირაკლი გამრეკელი

1894-1943


ფერწერაგრაფიკათეატრის მხატვრობა

 

ირაკლი გამრეკელი დაიბადა 1894 წელს გორში, საქართველოში. 1911-1917 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. სამხატვრო განათლება მიიღო თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიასთან არსებულ მხატვრის კურსებზე. სწავლობდა ასევე სკლიფასოვსკის ხატვისა და ფერწერის სკოლაში.


1920 წლიდან აქტიურად ჩაერთო თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღო ქართველ მხატვართა სურათების გამოფენაში, გატაცებული იყო მოდერნიზმით. განსაკუთრებით ცნობილია მის მიერ გაფორმებული ქართველ ფუტურისტთა ჟურნალი H2SO4. ირაკლი გამრეკელი ითვლება ქართული თეატრალური მხატვრობის ერთ-ერთ ფუძემდებლად და ავანგარდული სცენოგრაფიის რეფორმატორად, მუშაობდა კოტე მარჯანიშვილთან და სანდრო ახმეტელთან. მის მიერ გაფორმებულია ცნობილი სპექტაკლები: შექსპირის „ჰამლეტი“ და „ოტელო“, შანშიაშვილის „ანზორი“, რობაქიძის „ლამარა“, შილერის ყაჩაღები" და სხვა.


ირაკლი გამრეკელის ნამუშევრები ინახება სხვადასხვა მუზეუმებში, გალერეებსა და კერძო კოლექციებში.