1950-1991
ფერწერა, გრაფიკა, წიგნის ილუსტრაცია
ირაკლი ფარჯიანი დაიბადა 1950 წელს მესტიაში, ზემო სვანეთში, საქართველოში. 1969-1974 წწ.-ში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. ხელოვანი მუშაობდა სხვადასხვა მედიუმში. ფარჯიანის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ხაზს რელიგიურ თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრები ქმნის, სადაც ქრისტიანული იკონოგრაფია და ფერადოვნება მხატვრის ინდივიდუალური ხელწერითაა შესრულებული. 1992 წელს ხელოვანმა მიიღო საქართველოს სახელმწიფო პრემია, ხოლო 1996 წელს ფიროსმანის სახელობის პრემია. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებსა და გალერეებში საქართველოსა და უცხოეთში.
გამოფენების არასრული ჩამონათვალი:
2012 - პერსონალური გამოფენა, თიბისი გალერეა, თბილისი, საქართველო
2000 - ქართველ მხატვართა გამოფენა, პირმასენსი, გერმანია.
2000 - საიუბილეო პერსონალური გამოფენები 5 გალერეაში ერთდროულად: ფოტოარქივი „ძველი გალერეა“; ილუსტრაციები „N გალერეა“; აბსტრაქცია „TMS Art Gallery“; „ბერლინის ციკლი“ ეროვნული გალერეა; გრაფიკული ციკლები გალერეა „შარდენი“, თბილისი, საქართველო
1998 - პერსონალური, ეროვნული გალერეა, თბილისი
1998 - პერსონალური, ილუსტრაციები, „ძველი გალერეა“, თბილისი, საქართველო
1998 - პერსონალური, გრეგორის უნივერსიტეტი, რომი, იტალია
1996 - პერსონალური, სორბონის უნივერსიტეტის ტაძარი, პარიზი, საფრანგეთი
1995 - პერსონალური, თანამედროვე ხელოვნების გალერეა, თბილისი, საქართველო
1995 - პერსონალური, „გოეთეანუმი“, დორნახი, შვეიცარია.
1990 - „ფიროსმანიდან ავანგარდამდე“, გალერეა „Broc“, ბარსელონა, ესპანეთი.
1987 - ჯგუფური, გალერეა „D’arte moderna Empedocle restivo“, პალერმო, იტალია.
1987 - „თაობათა გამოფენა“, მხატვრის სახლი, თბილისი, საქართველო