1926-1977
ფერწერა, გრაფიკა, კინოს მხატვრობა, არქიტექტურა
ავთო ვარაზი დაიბადა 1926 წელს თბილისში. 1943-1948 წლებში ავთო ვარაზი სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, 1948-1951 წლებში ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. ავთო ვარაზი პირველი ქართველი ნონ-კონფორმისტი ხელოვანია, ვინც პირველად გამოიყენა და დაამკვიდრა კოლაჟის ტექნიკა თავის შემოქმედებაში.
ხელოვანი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ისტორიის მუზეუმში არქეოლოგიური გამოფენის საექსპოზიციო გაფორმებაზე. 1969 წელს ავთო ვარაზი მიიწვიეს მხატვრად გიორგი შენგელაიას ფილმში „ფიროსმანი“, სადაც მთავარი როლიც შეასრულა.
ავთო ვარაზის ნამუშევრები დაცულია მუზეუმებში საქართველოსა და უცხოეთში, მათ შორის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (ნიუ-იორკი), აშშ-ის ზიმერლის ნონკომფორმისტული მუზეუმი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი,ასევე, ქუთაისის, ცაგერის, ამბროლაურის და სენაკის სახვითი ხელოვნების მუზეუმების ფონდები. ხელოვანის ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებშიც.
გამოფენების არასრული ჩამონათვალი:
2013 - ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, თბილისი, საქართველო
2011 - TBC გალერეა, თბილისი, საქართველო
1997 - შოთა რუსთაველის საზოგადოება, თბილისი, საქართველო
1977 - პირველი პერსონალური გამოფენა გარდაცვალების შემდეგ, თბილისი, საქართველო