1949-2013
თეატრისა და კინოს მხატვრობა
თემურ ნინუა დაიბადა 1949 წელს სოხუმში, საქართველოში. 1972 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია თეატრალური მხატვრობის სპეციალობით. 1982 წელს დაიწყო მუშაობა რუსთაველის თეატრში. ხელოვანი მუშაობდა მხატვრობისა და სცენოგრაფიის მიმართულებით. აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა თეატრებთან: აღსანიშნავია, ოპერისა და ბალეტის თეატრში გაფორმებული: "იყო მერვესა წელსა“. აქვს მიღებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი ჯილდო, მათ შორის, პრაღის კვადრიენალეზე ოქროს მედალი 1979 წელს. წლის საუკეთესო მხატვრად აღიარეს ორჯერ 1980 და 2000 წელს.