1926 – 1979
ფერწერა
რენო თურქია დაიბადა 1926 წელს ქალაქ სოხუმში.1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, სადაც 1959 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1940 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში.
რენო თურქია ძირითადად ფერწერის მედიუმში მუშაობდა, მის პორტრეტებსა და პეიზაჟებში საცნობია მხატვრის დახვეწილი ხელწერა და სახასიათო კოლორიტი .
რენო თურქიას ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა მუზეუმსა (თბილისის სამხატვრო აკადემიის მუზეუმი,საქართველო; ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო; თბილისის ჭადრაკის სასახლე, საქართველო; თელავის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, საქართველო; სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, საქართველო; ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, საქართველო, მოსკოვის სამხატვრო ფონდი, რუსეთი) და კერძო კოლექციებში.