მარი ჩიჯავაძე
მარი ჩიჯავაძე

ფერწერა, წიგნის ილუსტრაცია, კედლის მხატვრობა, ლანდშაფტის დიზაინი

 

მარი ჩიჯავაძე დაიბადა 1985 წელს თბილისში. სკოლის პერიოდში სწავლობდა “მოდელირების სამხატვრო სტუდია 1+1” კოსტიუმის დიზაინის მიმართულებით. შემდეგ, სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო  სამხატვრო აკადემიაში გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე. მესამე კურსზე მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში მთავარი მხატვრის ასისტენტად (თეატრის მხატვრობა, დეკორაცია). ამავე პერიოდში ის გატაცებული იყო ტიხრული მინანქრით. 2012-2015 წლებში მუშაობდა სარეკლამო კომპანიაში “ABk”, ციფრულ მხატვრობასა და ანიმაციაზე (stop motion).

მხატვარი აქტიურად მუშაობს  სხვადასხვა პროექტზე ლანდშაფტის დიზაინის, წიგნის ილუსტრაციის, კედლის მხატვრობის მიმართულებით.

 

გამოფენების არასრული ჩამონათვალი:  


2019 - გალერეა გამრეკელი, თბილისი, საქართველო

2018 - სასტუმრო სტამბა, თბილისი, საქართველო

2018 - სასტუმრო Rooms-ის საგამოფენო სივრცე, თბილისი, საქართველო

2018 - გამრეკელი გალერეა, თბილისი, საქართველო

2017 - ფიროსმანის მუზეუმი, მირზაანი, საქართველო

2017 - პირველი პერსონალური გამოფენა პარლამენტის ეროვნული  ბიბლიოთეკა, საქართველო