1933-2010
ფერწერა, გრაფიკა
მამია ახობაძე დაიბადა 1933 წელს თბილისში. 1949-1954 წლებში სწავლობდა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, 1954-1960 წლებში კი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე. მამია ახობაძე ძირითადად მუშაობდა დაზგური ფერწერის მიმართულებით. 1961 წლიდან იყო მხატვართა კავშირის წევრი. 1962-1999 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ქ. გორის სამხატვრო სკოლაში. 1968-2005 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ხელოვნების კათედრაზე. 1972-1992 წლებში ხელმძღვანელობდა ახალგაზრდა მხატვართა და ხელოვნებათმცოდნეთა გაერთიანებას. 1983-2003 წლებში იყო მხატვართა კავშირის მდივანი. ხელოვანი აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. ნამუშევრები ინახება საქართველოსა და უცხოეთის მუზეუმებში, სახელმწიფო დაწესებულებებში (კლაიპედა, ინგლისის სამეფო აკადემია, კემბრიჯის უნივერსიტეტი, რუსეთის მუზეუმები, თბილისის მუზეუმი, ქუთაისის მუზეუმი და სხვ.), ასევე კერძო კოლექციებში (აშშ, იაპონია, რუსეთი, ინგლისი, გერმანია, ეგვიპტე, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია და სხვ.).
გამოფენების არასრული ჩამონათვალი:
2013 - 80 წლის იუბილესთან დაკავშირებული გამოფენა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო
2010 - მემორიალური გამოფენა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისი, საქართველო
2007- „სტუდენტური წლების გახსენება“, გალერეა „ვერნისაჟი“, თბილისი, საქართველო
1995 - კკც „მზიურის“ გალერეა, მოსკოვი, რუსეთი
1993 - კკც „მზიურის“ გალერეა, მოსკოვი, რუსეთი
1992 - კკც „მზიურის“ გალერეა, მოსკოვი, რუსეთი
1991 - ტოკიო, იაპონია
1990 - გალერეა „ოლგა“, მოსკოვი, რუსეთი