მალხაზ დათუკიშვილი
მალხაზ დათუკიშვილი

ფერწერა, კოლაჟი


მალხაზ დათუკიშვილი დაიბადა 1956 წელს  რუსთავში, საქართველოში. 1975-1978 წლებში სწავლობდა მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში. 1981-1987 წლებში სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე. მალხაზ დათუკიშვილი ძირითადად შერეული ტექნიკით შესრულებულ ნამუშევრებს ქმნის დაზგური გრაფიკისა და ფერწერის მიმართულებით. ხელოვანის ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა კერძო კოლექციაში.


გამოფენების არასრული ჩამონათვალი:


2007 - პერსონალური გამოფენა, პროკრედიტ ბანკი, თელავი, საქართველო
1998 - ჯგუფური გამოფენა, BAD SALAZUFLEN “KLAUS-DIETEN WOLF”, გერმანია
1991 - ჯგუფური გამოფენა, “MGC GRADEC”, ზაგრები, იუგოსლავია
1991 -ჯგუფური გამოფენა, ქართული კულტურის ცენტრი “მზიური”, მოსკოვი, რუსეთი
1990 - “ARGENTEVIL HOTEL DES VENTES ” აუქციონი, პარიზი, საფრანგეთი
1990 - ჯგუფური გამოფენა, “ქართული ფერები”, VILLEBADESSEN, ბერლინი, გერმანია

1988 - პერსონალური გამოფენა, რუსთავი, საქართველო