გურამ ხეცურიანი
გურამ ხეცურიანი

ფერწერა


გურამ  ხეცურიანი დაიბადა 1986 წელს თბილისში. 1998 - 2003 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო სკოლა "ათწლედში". 2004 - 2008 წლებში სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე.


გურამ ხეცურიანი აქტიურად იღებს მონაწილეობას გამოფენებში. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.


გამოფენების არასრული ჩამონათვალი:


2018 - პერსონალური გამოფენა, GeoArt Galerie, გერმანია, ბერლინი

2016 - ჯგუფური გამოფენა „Emmanuel Fremin Gallery“, ნიუ იორკი, აშშ

2016 - ჯგუფური გამოფენა, ნიუ იორკი, აშშ

2015 - პერსონალური გამოფენა “საქართველოს ხელოვნებისა და სურნელის სახლი“, კაუნასი, ლიტვა.

2015 - პერსონალური გამოფენა გალერეა „ვერნისაჟი“, თბილისი, საქართველო

2014 - ჯგუფური გამოფენა, ART MIAMI, მაიამი, აშშ

2013 - შეხვედრა ფიროსმანთან, ეროვნული მუზეუმი. ”ქარვასლა",  თბილისი, საქართველო

2011 - პერსონალური გამოფენა, ხელოვნების სტუდია "ლესელიძის 49", თბილისი, საქართველო

2009 - ჯგუფური გამოფენა "თაობათა გადაძახილი".გალერეა „ვერნისაჟი“, თბილისი, საქართველო

2008 - ჯგუფური გამოფენა "Wiliamston", მიჩიგანის შტატი, აშშ

2007 - სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა, შარდენის ქუჩა #9., თბილისი, საქართველო