ფერწერა
გიორგი ახობაძე დაიბადა 1965 წელს თბილისში. 1984 – 1989 წლებში სწავლობდა ა. პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში სახვითი ხელოვნებისა და შრომის ფაკულტეტზე. 1982-1985 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორადი პროფესიების სახვით ფაკულტეტზე. 1989 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. გიორგი ახობაძე ფერწერის დარგში ქმნის ნამუშევრებს. ხელოვანი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაში. მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში.
გამოფენების არასრული ჩამონათვალი:
2018 - "თაობათა ცვლა" , ჯგუფური გამოფენა, გალერეა "სფუმატო", თბილისი, საქართველო
2017 - ჯგუფური გამოფენა, დუბაი
2015 - ჯგუფური გამოფენა, დიაგილევის ცენტრი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
2013 - ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, მიძღვნილი მხატვართა კავშირის 80 წ. იუბილესადმი, თბილისი, საქართველო
2011 - საქველმოქმედო გამოფენა, Art-Line გალერეა, თბილისი, საქართველო
1995 - პერსონალური გამოფენა მამია ახობაძესთან ერთად, „მზიური“, მოსკოვი, რუსეთი
1994 - საგაზაფხულო გამოფენა, თბილისის ისტორიის მუზეუმი, ქარვასლა, საქართველო
1993 - პერსონალური გამოფენა, „მზიური“, მოსკოვი, რუსეთი
1990 - 2000 ქართველი მხატვრების ნამუშევრების ჯგუფური გამოფენა, მოსკოვი, რუსეთი
1992 ,1996, 1998 - პერსონალური გამოფენა გალერეა „ოლგა“, მოსკოვი, რუსეთი
1988-1989 - საგაზაფხულო, საშემოდგომო გამოფენები, „მხატვრის სახლი“, ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო