გიორგი კობიაშვილი
გიორგი კობიაშვილი

ფერწერა, გრაფიკა, კოლაჟი


გიორგი კობიაშვილი დაიბადა 1989 წელს. 2005-2009 წლებში სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის ფაკულტეტზე. 2009-2012 წლებში სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტზე. ამჟამად, არის მაგისტრი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ხატვის ფაკულტეტზე. 


გიორგი კობიაშვილის სხვადასხვა თემატიკაზე შესრულებული აბსტრაქტული და რეალისტური ნამუშევრები ხელოვანის სუბიექტურ დაკვირვებებს ეფუძნება. გიორგი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პროექტში. 2017 წელს ფრანგ სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდა ვორქშოფში „გარემოს დიზაინი“. ამავე წელს პოლონელ არტისტებთან ერთად იყო სახელოვნებო ვორქშოფზე კახეთში, მირზაანში. მის მიერ არის შესრულებული გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატულობა.


გიორგი კობიაშვილის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში საქართველოსა და უცხოეთში (საფრანგეთი, გერმანია, აშშ.).

 

გამოფენების არასრული ჩამონათვალი:


2019 -“Palazzo zenobio” გამოფენა მიწვეული სტუმრის სტატუსით ვენეციის ბიენალეს ფარგლებში, ვენეცია, იტალია

2018 - ჯგუფური გამოფენა, “Galerie Makowski”, ბერლინი, გერმანია
2017 - ჯგუფური გამოფენა, “Jadite Galleries”, ნიუ -იორკი, აშშ
2017- “Personal Structures”, ვენეციის ხელოვნების ბიენალე, ევროპის კულტურის ცენტრი 2017, ვენეცია, იტალია

2017- ჯგუფური გამოფენა. აფხაზეთის კულტურისა და განვითარების სამინისტრო.
2017- ჩანახატების ჯგუფური გამოფენა, ძველი კინოსტუდიის შენობა, თბილისი, საქართველო
2016 - ჯგუფური გამოფენა, გალერეა სფუმატო, თბილისი, საქართველო
2015- ჯგუფური გამოფენა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო
2013 - ფესტივალი „ფანARTი“, თბილისი, საქართველო
2013 - ჯგუფური გამოფენა “+ ფერები“, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზი, თბილისი, საქართველო