ბაჩი ჯინჭარაძე
ბაჩი ჯინჭარაძე

ფერწერა, გრაფიკა


ბაჩი ჯინჭარაძე დაიბადა 1981 წელს თბილისში. სწავლობდა ქანდაკებას გოგი ოჩიაურისა და როლანდ პაპოშვილის სახელოსნოებში. 1998 წელს, ჩააბარა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მონუმენტურ-დეკორატიული პლასტიკის ფაკულტეტზე. 2011-13 წლებში ხელოვანი იღებდა მონაწილეობას გამოფენებში, აქტიურად შუქდებოდა პრესასა და მედიაში. მიუხედავად ამისა, ხელოვანს აქვს ერთგვარი კრიტიკული დამოკიდებულება საკუთარ შემოქმედების საჯაროდ გაზიარების თაობაზე. შემოქმედებითი აქტივობა მხატვრისთვის სუბიექტურადაა აღქმული და იგივდება ფსიქოთერაპიასთან, მედიტაციასა და ლოცვასთან. მის ნამუშევრებში ეს დამოკიდებულება იგრძნობა რიტუალური თემატიკის, ტრადიციული ორნამენტისა და ფოლკლორული მოტივების ინტერპრეტაციულ გადაწყვეტაში.

 

გამოფენების არასრული ჩამონათვალი:


2012 - პერსონალური გამოფენა, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, თბილისი, საქართველო

2012 - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, თბილისი, საქართველო

2012 - ჯგუფური გამოფენა თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისი, საქართველო

2011- პერსონალური გამოფენა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, საქართველო

2011 - ჯგუფური გამოფენა, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისი, საქართველო