1928-1991
ფერწერა, გრაფიკა
ალბერტ დილბარიანი დაიბადა 1928 წელს თბილისში. 1946-1952 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ფერწერის მიმართულებით. აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში საქართველოსა და საზღვარგარეთ. 1963 წელს მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო პარიზში. ალბერტ დილბარიანის შემოქმედება მოიცავს პეიზაჟურ და ჟანრული ხასიათის ნამუშევრებს, ასევე პორტრეტებს, ნატურმორტებს.
1967 წელს მიიღო საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. ალბერტ დილბარიანის ნამუშევრები ინახება მუზეუმებში: საქართველოს ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, თბილისი; თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, ერევანი, სომხეთი; ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო; აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი, რუსეთი; ნიუ-ჯერსის ხელოვნების მუზეუმი, აშშ. ასევე კერძო კოლექციებში საქართველოსა და უცხოეთში.
გამოფენების არასრული ჩამონათვალი:
1997-2000- თანამედროვე ხელოვნების გალერეა, თბილისი, საქართველო
1987 - მოსკოვი, რუსეთი
1980 - იტალია
1971 - მოსკოვი, რუსეთი
1970 - მოსკოვი, რუსეთი
1969 - გდრ
1964 - კიევი, უკრაინა
1963 - ვილნიუსი, ლიტვა
1959 - პოლონეთი
1958 - მოსკოვი, რუსეთი
1962-90- საკავშირო გამოფენები