Темо Джавахи
Темо Джавахи

კონცეპტუალური არტი, ვიზუალური ხელოვნება, ფერწერა


თემო ჯავახი დაიბადა 1951 წელს საქართველოში. 1971-74 წლებში სწავლობდა კ/ს „ქართული ფილმის“ სტუდიაში სამსახიობო შესრულებას. 1971-76 წლებში სწავლობდა  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში მხატვარ-ტექნოლოგის განხრით. 1981-1996 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო მარიონეტების თეატრის დამდგმელი მხატვარი. 1994  წელს ამავე თეატრში დადგა  საკუთარი საავტორო სპექტაკლი „P.S.”, 1996 წელს კი - სპექტაკლი „უცხოს მზერა“ (ვ. მ. ბაუერის პიესის მიხედვით.) 1985 წლიდან არის საქართველოს თეატრალური და მხატვართა კავშირის წევრი. 2015 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მიწვეული პროფესორი. 1976 წლიდან დღემდე მონაწილეობა აქვს მიღებული 80 - მდე გამოფენასა და საერთაშორისო პროექტებში.  


თემო ჯავახი, კონცეპტუალური არტისტი და ვიზუალური ხელოვანი, უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ქართული ხელოვნების 80-90-იანი წლების ალტერნატიული დისკურსის განვითარების პროცესში. მისი შემოქმედება მრავალფეროვან მედიებს მოიცავს (ვიდეო, სივრცული ინსტალაცია, ნახატი ობიექტი, აქცია-პერფომანსი, ფერწერული ნამუშევრები). თემო ჯავახი მუდმივად აკრიტიკებს არსებულ დოგმატურ ნორმებს. კონცეპტუალური გააზრება, დადაისტური თამაშობრივი ფორმებისა და პოსტმოდერნული ირონიის მეშვეობით უახლესი ვიზუალური ენის განვითარება დღემდე განსაზღვრავს თემო ჯავახის მნიშვნელოვან როლს ქართულ თანამედროვე ხელოვნებაში.


გამოფენების არასრული ჩამონათვალი:


2019 – „დავიწყებული რელიქვიები.“, გ. ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველო

2018 - საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა - „თამაშის მდგომარეობა“, ალიევის სახ. თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, ბაქო, აზერბაიჯანი

2018 - საერთაშორისო ჯგუფური გამოფენა, თამაშის მდგომარეობა, თანამედროვე ხელოვნების  გალერეა, ქარვასლა, თბილისი, საქართველო

2016 - პერსონალური გამოფენა  MIRRORRIM, ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო

2015 - პროექტი ”ვეფხისტყაოსანი - მხატვართა წიგნი”, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი, საქართველო

2015 - საერთაშორისო პროექტი -„წერილი პოულობს ადრესატს.“ პარიზი, მონტპელიერი, ნიუ იორკი , აშშ

2014 - საერთაშორისო პროექტი - „შრიფტი“, თბილისი, საქართველო, ბოჰუმი, გერმანია

2013 - საერთაშორისო  გამოფენა „ქართული ვიდეო არტი“. არჰუსი, დანია

2012 - 1980-90-იანების „ანდერგრაუნდი“, თბილისის ეროვნული გალერეა, საქართველო

2012- საერთაშორისო გამოფენა, გალერეა „Alte  Schule Adlershof“, ბერლინი, გერმანია

2011 - საერთაშორისო  საავტორო პროექტი. “TRANS“, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, პარიზი, საფრანგეთი

2010 -  საერთ. პროექტი. „ნუ ეცდები ჩემს გაგებას“, ნიცა, საფრანგეთი

2009 - საერთაშორისო გამოფენა „თბილისი ანდეგრაუნდი“, ნანტი, საფრანგეთი

2008 - საერთაშორისო გამოფენა, ფრანკფურტი, მარბურგი, გერმანია

2003 - საერთაშორისო ფორუმი „კავკასია“ (ფოტო, ვიდეო, კინო), სტრასბურგი, საფრანგეთი

2002 - საერთაშორისო პროექტი. ”არტ აგიტაცია”, ეკატერინბურგი, რუსეთი

1999 - პერსონალური პროექტი “აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ“, N - გალერეა. თბილისი, საქართველო   

1998 - პერფორმანსი „ქართ-ველი“, ძველი გალერეა, თბილისი, საქართველო                              

1997 - პერსონალური პროექტი. “TRANS” და ვიდეო „აბრეშუმის კაცი.”, ძველი გალერეა, თბილისი, საქართველო

1994 - პერსონალური გამოფენა ‘’P.S.’’, თბილისის სახელმწიფო მარიონეტების თეატრი, საქართველო

1991 - პერსონალური გამოფენა. ”ლეტრიზმი”, თბილისის ისტორიის მუზეუმი ქარვასლა, საქართველო

1976 - გამოფენა ” ახალგაზრდა მხატვრები ”, ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო