Михаил Иашвили
Михаил Иашвили

1954 – 2012


ფერწერა, გრაფიკა, კინოს მხატვრობა, მონუმენტურ-დეკორატიული მხატვრობა


მიშა იაშვილი დაიბადა 1954 წელს სოფელ ტასეევოში, კრასნოიარსკში,  რუსეთში. 1971-1979 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში კინო-ტელე ფაკულტეტზე. 1981-1983 წლებში  სწავლა განაგრძო  უჩა ჯაფარიძის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში. ხელოვანი მუშაობდა ფერწერისა და გრაფიკის  მედიუმში. 1989-1999 წლებში იყო საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე და აკვარელის სექციის თავმჯდომარე. 1995 წელს გახდა მხატვართა კლუბ „ფიროსმანის“ პრეზიდენტი. 


მიშა იაშვილი წლების მანძილზე მოღვაწეობდა სამხატვრო აკადემიის კინო-ტელე ფაკულტეტზე. მხატვარი 80-იანი წლების თაობის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. სხვადასხვა პერიოდში ხელოვანი იღებდა მონაწილეობას გამოფენებში საქართველოში, ასევე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში: პოლონეთში, იაპონიაში, გერმანიაში, უნგრეთში, იტალიაში, შვეიცარიაში, ნორვეგიაში, საფრანგეთსა და ეგვიპტეში.


მხატვრის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და სხვადასხვა გალერეებში, ასევე მრავალრიცხოვან კერძო კოლექციებში საქართველოსა და უცხოეთში.


გამოფენების არასრული ჩამონათვალი:


2015 - მიშა იაშვილის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაცია, საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისი, საქართველო

2014 - მიშა იაშვილის 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა, შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმი, თბილისი, საქართველო

2001 - ეროვნული გალერეა, თბილისი, საქართველო

1999 - ბიენალე, არაბთა გაერთიანებული ემირატები

1998 - ბიენალე, კაირო, ეგვიპტე

1991 - ეროვნული გალერეა, მალტა

1991 - ქართველ მხატვართა გამოფენა, საგამოფენო დარბაზი „ქართული სახელოსნოები“, ვენა, ავსტრია

1990 - ქართველ მხატვართა გამოფენა, ტოკიო, იაპონია

1990 - ქართველ მხატვართა გამოფენა, რომი, იტალია

1987 - ქართველ მხატვართა გამოფენა, 1) სსრკ კულტურის სახლი; 2) ნაციონალური საგამოფენო დარბაზი, ვარშავა, პოლონეთი

1985 - ჯგუფური გამოფენა „კოსმოსი“, მხატვრის სახლი, თბილისი, საქართველო

1983 - პერსონალური გამოფენა, ახალაზრდული კლუბი ‘’ამირანი’’, თბილისი, საქართველო

1982 - გამოფენა „სსრკ 60 წელი“ , საქართველოს სახელმწიფო გალერეა, თბილისი, საქართველო

1981 - თბილისი საქართველოს მხატვართა შემოქმედებაში, მხატვრის სახლი, თბილისი, საქართველო

1978 - სტუდენტთა საკავშირო გამოფენა, საგამოფენო დარბაზი „მერანი“, თბილისი, საქართველო

1978 - ჯგუფური გამოფენა, „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი“, თბილისი, საქართველო

1975 - საზაფხულო გამოფენა, ი, ფხაკაძის სახელოსნო, თბილისი, საქართველო

1974 - საზაფხულო გამოფენა, გ. ეძგვერძის სახელოსნო, თბილისი, საქართველო