Иракли Габашвили
Иракли Габашвили

1937-1999


გრაფიკა, მონუმენტური მხატვრობა, მოზაიკა, კერამიკა, წიგნის ილუსტრაცია, კინოს მხატვრობა


ირაკლი გაბაშვილი დაიბადა 1937 წელს თბილისში, საქართველოში. 1956-1962 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, კერამიკის ფაკულტეტზე. 1966-1968 წლებში სწავლა განაგრძო მოსკოვის ტექნიკური ესთეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურაზე. 1963-1971 წლებში გაბაშვილი იყო ტექნიკური ესთეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის წამყვანი დიზაინერი. 1971 წლიდან იყო მხატვართა კავშირის წევრი.  1971-1977 წლებში იყო სოლანის ხელმძღვანელი. 1977-1984 წლებში იყო ხალხური რეწვისა და სუვენირების სამეცნიერო-კვლევითი ექსპერიმენტულ-მხატვრული ლაბორატორიის დირექტორი.


ირაკლი გაბაშვილის შექმნილია ბორჯომის ბიუვეტი მინერალურ წყაროზე, ასევე გაფორმებული აქვს დასასვენებელი სახლი და სანატორიუმი „ფირუზი“. სიცოცხლის ბოლო წლებში ძირითადად გრაფიკაში მუშაობდა. მისი მნიშვნელოვანი სერიებია: „ძველი თბილისი“, „ზოდიაქოს ნიშნები“, „ნიუ“, „კატები“. მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენებში მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, კიევი, ვილნიუსი და სხვ.


2003 წელს ირაკლი გაბაშვილის მემორიალური გამოფენა გაიხსნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის გალერეაში, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და მხატვართა კავშირის ორგანიზებით.

მხატვრის ნამუშევრები დაცულია მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში (რუსეთი, სომხეთი, აშშ, საფრანგეთი, კანადა, იტალია, გერმანია, შვედეთი, თურქეთი და სხვ.)