Privacy Policy

Privacy Policy

გამარჯობა სტუმარო,


გვსურს გაგაცნოთ ჩვენი ვებ-გვერდის მოხმარებისას შენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობები ანუ ის, თუ რა პირად მონაცემებს ვამუშავებთ, როგორ ვიყენებთ, რამდენ ხანს ვინახავთ, როგორ ვიცავთ მათ და სხვა.

გთხოვთ, გაითვალისწინო, რომ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებით, თანხმობას აცხადებ ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებზე და უფლებას გვანიჭებ დავამუშავოთ შენი ნებით აქ განთავსებული ინფორმაცია. ამიტომ ყურადღებით გაეცანი ამ პირობებს და თუ არ ეთანხმები მის რომელიმე ნაწილს, გთხოვთ აღარ განაგრძო ამ ვებ-გვერდის დათვალიერება ან მისით სარგებლობა.

თუკი რაიმე კითხვაზე პასუხი ვერ იპოვე ქვემოთ, დაგვიკავშირდი ამ მისამართზე და მოხარული ვიქნებით დაგეხმაროთ: info@daraba.art

ვინ ვართ ჩვენ

„დარაბა“ (შპს „დარაბა“, რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, საიდენტიფიკაციო ნომრით 404 574 082, იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ბეთლემის ქ. #13, ტელეფონი: +995 577533623) არის სახვითი ხელოვნების ნამუშევრების ონლაინ გალერეა მისამართზე www.daraba.art, რომელშიც წარმოდგენილია ქართველი ხელოვანების ნახატები. გალერეის საშუალებით მხატვრებს შესაძლებლობა აქვთ წარუდგინონ მათი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას და მათი გაყიდვის შედეგად მიიღონ შემოსავალი საყვარელი საქმის კეთებით, ვებ-გვერდის სტუმრებს კი შეუძლიათ ადვილად მოიძიონ, დაათვალიერონ და შეიძინონ ის ნამუშევრები, რომლებიც მოწონთ.


რა ინფორმაციას ვაგროვებთ და როგორ

ჩვენი ვებ-გვერდის გამართულად ფუნქციონირებისთვის, ჩვენ შეიძლება მივიღოთ ან მოვითხოვოთ შემდეგი მონაცემები:

  • საიდენტიფიკაციო მონაცემები - სახელი, გვარი, მომხმარებლის სახელი, დაბადების თარიღი და სქესი;
  • საკონტაქტო მონაცემები - მისამართი, ელ-ფოსტა და ტელეფონის ნომერი;
  • ფინანსური მონაცემები - შენი საბანკო ბარათის მონაცემები. უშუალოდ ჩვენ არ ვინახავთ ამ მონაცემებს, ისინი მუშავდება და ინახება მხოლოდ მესამე პირი საგადახდო სისტემის (ბანკის) მიერ;
  • ტრანზაქციის მონაცემები - დეტალები შენი გადახდების და შეძენილი ნახატების შესახებ;
  • ტექნიკური მონაცემები - ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი, ვებ-გვერდზე შემოსვლის მონაცემები, ბრაუზერის ტიპი და ვერსია, დრო და ადგილმდებარეობა, ოპერაციული სისტემა და იმ მოწყობილობაზე არსებული სხვა ტექნოლოგია, რომელსაც იყენებ ამ ვებ-გვერდზე შემოსასვლელად;
  • პროფილის მონაცემები - მომხმარებლის სახელი და პაროლი, შენი შეკვეთები, ინტერესები, რომელი ხელოვანი/ნამუშევრები/მომხმარებლები მოგწონს/მისდევ/არ მოგწონს, რჩეულები, ბმული შენ ფეისბუქ ანგარიშზე, თუკი დარეგისტრირდი ფეისბუქის გავლით და სხვა;
  • შეტყობინებები - ჩვენთან გამოგზავნილი ან ჩვენგან მიღებული შენი შეტყობინებები;
  • სარგებლობის მონაცემები - ინფორმაცია იმაზე თუ როგორ იყენებ ჩვენ ვებ-გვერდს, პროდუქტებსა და სერვისებს;
  • მარკეტინგისა და კომუნიკაციის მონაცემები - იგულისხმება შენი უპირატესობები ჩვენგან მარკეტინგული შეტყობინებების და სხვა კომუნიკაციის მიღებასთან დაკავშირებით;
  • სხვა სახის ინფორმაცია, რომელსაც მოგვაწვდი რეგისტრაციის პროცესში, ელექტრონული ფოსტით, სატელეფონო ან ონლაინ კონსულტაციის დროს ან სხვა არხებით.

ინფორმაციის შესაგროვებლად ჩვენ სხვადასხვა მეთოდებს ვიყენებთ. ეს შესაძლოა იყოს შენთან პირდაპირი კომუნიკაცია და ინფორმაციის მოთხოვნა ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, შეკვეთის გაკეთებისას ან სხვა დროს ან ინფორმაციის შეგროვება ავტომატური, ტექნიკური საშუალებებით. მაგალითად, როდესაც შემოდიხარ ჩვენ გვერდზე სერვერი ავტომატურად აფიქსირებს შემოსვლის მონაცემებს, ბრაუზერის მოქმედებებს და სხვა.

თუკი ჩვენი მოთხოვნის შემთხვევაში არ მოგვაწვდი მოთხოვნილ პერსონალურ ინფორმაციას, შესაძლოა ვერ გამოიყენო  ვებ-გვერდის ყველა ფუნქცია ან/და ვერ შეიძინო სასურველი პროდუქტი/მომსახურება.


ვიყენებთ თუ არა .. cookies-ს?


დიახ (Cookies არის მცირე ზომის ფაილები, რომლებსაც ვებ-გვერდი აგზავნის შენი კომპიუტერის მყარ დისკზე და ინახება შენი ვებ-ბრაუზერის მიერ). ის გვეხმარება ვებ-გვერდზე შენი მოქმედების ანალიზსა და დამახსოვრებაში და ამის შესაბამისად, შენთვის უფრო მარტივი, ეფექტური და გაუმჯობესებული მომსახურების შემოთავაზებაში.


Cookies-ის მეშვეობით ხდება შემდეგ ინფორმაციის შეგროვება:

  • IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებ-გვერდზე შემოსვლა;
  • ჩვენს ვებ-გვერდზე გახსნილი გვერდების, სესიის ხანგრძლივობის და სესიის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ;
  • ინფორმაცია განხორციელებული ქმედებების შესახებ;
  • ვებ-გვერდზე ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა;


ასევე cookies ფაილებს ვიყენებთ იმის დასადგენად თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები ჩვენს ვებ-გვერდზე და Google Analytics-ის ანგარიშების საწარმოებლად. ვებ-გვერდის გამოყენების დაწყებამდე, შენ გაქვს საშუალება დაეთანხმო cookies და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას ღილაკზე - „თანხმობა“დაჭერით. იმ შემთხვევაში თუ არ დაეთანხმები cookie-ს გამოყენებას, მაგრამ მაინც გააგრძელებ ვებ-გვერდის გამოყენებას, ეს ჩაითვლება თანხმობად.

თუ გსურს შეზღუდო cookie ფაილები ან დაბლოკო ისინი ჩვენს ვებ-გვერდზე, ამის გაკეთება შეგიძლია შენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. მაგრამ ამის შედეგად შეიძლება აღარ იმუშავოს ჩვენმა ზოგიერთმა სერვისმა.



ისთვის ვიყენებთ პერსონალურ ინფორმაციას

პირველ რიგში, იმისთვის, რომ შეძლო ჩვენი ვებ-გვერდიდან შენთვის სასურველი ნამუშევრის შეძენა და შესაბამისი ტრანზაქციის განხორციელება. ასევე იმისთვის, რომ შეძენილი ნამუშევარი სასურველ ადგილზე მოგიტანოთ.

გარდა ამისა, ჩვენ ვებ-გვერდზე მომხმარებელთა მიერ მითითებულ მონაცემებს ვიყენებთ იმისთვის, რომ:

  • მუდმივად გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ ჩვენი მომსახურება;
  • მოვახდინოთ თითოეული მომხმარებლისთვის საინტერესო პროდუქტების იდენტიფიცირება და შემდგომ მისთვის შესაბამისი შეთავაზების გაკეთება;
  • შევძლოთ ჩვენი კანონიერი ინტერესებისა და ვალდებულებების განხორციელება.


ინფორმაციის მესამე პირთათვის გადაცემა


ჩვენ არ ვყიდით და არც სხვაგვარად გადავცემთ შენს პირად მონაცემებს მესამე პირებს. თუმცა ეს არ გულისხმობს ჩვენ პარტნიორებს და იმ კომპანიებს, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი ვებ-გვერდის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფაში, მასზე გადახდების განხორციელებაში, ჩვენი სერვისების და პროდუქტების მომხმარებლისთვის მიწოდებაში ან სხვაგვარად არიან დაკავშირებული ჩვენ ონლაინ გალერეასთან ანდა მასზე განხორციელებულ მოქმედებებთან.


ასევე ჩვენ შეიძლება გავცეთ შენი პირადი ინფორმაცია შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ფარგლებში ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.


თუკი დავაპირებთ შენი ინფორმაციის გადაცემას მესამე პირზე მარკეტინგული ანდა სარეკლამო მიზნებისთვის, აღნიშნულზე აუცილებლად გკითხავთ და მხოლოდ შენი თანხმობის შემთხვევაში გავცემთ ინფორმაციას.



ინფორმაციის შენახვა

ჩვენ ხელთ არსებულ პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ მომხმარებლის მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში და აგრეთვე უფლება გვაქვს ეს მონაცემები შევინახოთ მომსახურების დასრულებიდან 6 (ექვსი) წლის განმავლობაში შემდეგი მიზეზების გამო:

  • სამართლებრივი, საბუღალტრო, საანგარიშგებო ან/და სხვა საკანონმდებლო მოთხოვნების შესასრულებლად;
  • კითხვებსა და საჩივრებზე რეაგირებისთვის;
  • ჩვენი საქმიანობის კანონთან შესაბამისობის დასადასტურებლად.

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა მოვახდინოთ შენი პერსონალური მონაცემების დეპერსონალიზაცია, სტატისტიკური ან კვლევითი მიზნებისთვის და ამ შემთხვევაში ეს მონაცემები შეიძლება შევინახოთ განუსაზღვრელი ვადით.


როგორ ვიცავთ შენს ინფორმაციას

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალობა და უსაფრთხოება. ამიტომ, მივიღებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა გონივრულ და კომერციულად გამართლებულ ზომას ამ ინფორმაციის დასაცავად. ჩვენ ვებ-გვერდზე ინფორმაციის მიმოცვლა ხორციელდება Secure Socket Layer (SSL) ტექნოლოგიაზე დაყრდნობით და გადაიცემა დაშიფრულად ჩვენს პროვაიდერ სერვერული მოწყობილობის მონაცემთა ბაზაში, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ავტორიზებული პირებისათვის.

შენი პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომია მხოლოდ შენი პაროლისა და მომხმარებლის სახელის მითითების შემთხვევაში. ეს პაროლი დაშიფრულია და გირჩევთ, რომ არავის გაანდო.

სამწუხაროდ, მონაცემთა ნებისმიერი გადაცემა ინტერნეტის ან უკაბელო ქსელის საშუალებით შეუძლებელია იყოს აბსოლუტურად და გარანტირებულად უსაფრთხო, მიუხედავად ჩვენს მიერ გატარებული ზომებისა. ამიტომ, ჩვენ ვერ გავცემთ რაიმე გარანტიას ვებ-გვერდისათვის ან ვებ-გვერდიდან გადაცემული ინფორმაციის უსაფრთხოებაზე და არ ვაგებთ პასუხს ნებისმიერი მესამე მხარის ქმედებებზე, რომელმაც შეიძლება მიიღოს ეს ინფორმაცია.

ასევე ჩვენ ვერ ვახორციელებთ კონტროლს იმაზე, თუ ვინ კითხულობს შენს მიერ ვებ-გვერდზე საჯაროდ და ნებაყოფლობით დადებულ ინფორმაციას და ვინ როგორ გამოიყენებს მას. ამიტომ, გთხოვთ, გამოიჩინო სიფრთხილე შენი ნებისმიერი პირადი ინფორმაციის ვებ-გვერდზე საჯაროდ განთავსებისას.


მესამე მხარის ბმულები

ზოგჯერ, ჩვენი შეხედულებისამებრ, ჩვენს ვებ გვერდზე შეიძლება განთავსდეს მესამე მხარის პროდუქცია, მომსახურება ან ბმულები (ლინკები). გთხოვთ გაითვალისწინო, რომ ასეთ მესამე მხარეებს აქვთ ჩვენგან დამოუკიდებელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის წესები და  კონფიდენციალურობის პოლიტიკა. ამიტომ ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ასეთი მესამე მხარეების ბმულების შინაარსზე, მათ ქმედებებზე, მომსახურების ანდა პროდუქტის ხარისხზე, ანდა შენი ინფორმაციის დაცულობაზე ასეთ ბმულზე გადასვლისას.



შენი უფლებები

შენ უფლება გაქვს მოგვთხოვო ინფორმაცია შენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და გაიგო რა მონაცემები მუშავდება, რა მიზნით და სამართლებრივი საფუძვლით, რა გზით შეგროვდა ეს მონაცემები და ვისზე გაიცა.

ასევე უფლება გაქვს მოითხოვო შენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუკი მონაცემები არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

ნებისმიერი ამ უფლების განსახორციელებლად, დაგვიკავშირდი შემდეგ მისამართზე: info@daraba.art


წესების ცვლილება ან განახლება

ჩვენ შესაძლოა ნებისმიერ დროს შევიტანოთ რაიმე ცვლილება ან დამატება აქ მოცემულ წესებში, რის შესახებაც შეგატყობინებთ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით. თუკი მიიღებ შეტყობინებას ამ წესებში ცვლილების შესახებ, გთხოვთ აუცილებლად გაეცნო მას. თუკი შეტყობინების მიღების შემდეგ განაგრძობ ვებ-გვერდით სარგებლობას, ჩაითვლება რომ გაეცანი და დაეთანხმე ცვლილებებს.